საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია. იმის გარდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო არტერია, საქართველო ამ გზის მეშვეობით აბრეშუმს არათუ ყიდულობდა, პირიქით ყიდდა. მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. გასული საუკუნის ყველაზე პოპულარული ფრანგი მოდის დიზაინერი, კოკო შანელი ხარისხის გამო უპირატესობას სწორედ ქართულ აბრეშუმს ანიჭებდა. მეაბრეშუმეობა კახეთში ნელ-ნელა კვლავ იკრეფს პოპულარობას.
ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშილი დეტალებით.