ათდღიანი ვადის ათვლა დაწყებულია. მე-11 მოწევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. 150-კაციანი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ვინ განაგრძობს მუშაობას და ვინ დატოვებს მანდატს 61 ოპოზიციონერი დეპუტატიდან – ეს პირველი სხდომის შემდეგ გაირკვევა. სანამ მმართველი გუნდის წევრები საკანონმდებლო საქმიანობის განახლებისთვის ემზადებიან, ოპოზიცია ამ ეტაპზე უწყვეტ პროტესტს და მოპოვებულ მანდატებზე უარს აანონსებს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კი პოლიტიკურ სპექტრს წერილით მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას შეძლებენ.
დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი #მოამბე