მძღოლების პროტესტი

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნიან. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში შრომითი პირობები მკვეთრად გაუარესდა, დაითხოვეს თანამშრომლების ნახევარი, შეუმცირდათ ანაზღაურება და შეეცვალათ დაზღვევა.

კომპანიის თანამშრომლები ჰყვებიან, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქის მერიამ ლურჯი მიკროავტობუსები შემოიყვანა. ისინი ძველი სამუშაო პირობებისა და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვენ. მიკროავტობუსის მძღოლებს სამართლებრივ ნაწილში „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეხმარება.