„ახმეტელის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სათანადო ანაზღაურებას და იმ მიკროავტობუსების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, სამი წლის წინ უნდა გადასცემოდათ. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ კომენტარს არ აკეთებენ.