მდუმარე აქცია პარლამენტთან

„არა სასამართლოს ოკუპაციას“,- პარტიამ „სამართლიანობისთვის“ ამ სახელწოდებით პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართა.

პროტესტის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესს აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას პირველ რიგში სასამართლო სისტემიდან მოითხოვენ.