ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის მტკიცებით, პირველმა არხმა თანამშრომლები დაუსაბუთებლად გაათავისუფლა. მათ საჩივარი შეიტანეს პროკურატურაშიც, რომლის თანახმადაც, მხარე ითხოვს გამოძიების დაწყებას სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის წინააღმდეგ. ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, ბორდის წევრმა ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის ჩანაწერი წაშალა. მაუწყებლის პროფკავშირი გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
პირველი არხის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით კი, ყველას აქვს უფლება იდაოს. თუმცა, მაუწყებელს მიაჩნია, რომ შესაბამისი დასაბუთება არსებობს და გათავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.