„სულაკაურის გამომცემლობამ“ წლის 10 რჩეული მასწავლებელი გამოავლინა. დაჯილდოება კამპანიის „მადლობა მასწავლებელო“ ფარგლებში მოეწყო. პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და ის მასწავლებლის პროფესიის უფრო მეტად დაფასებას ემსახურება. კამპანიაში როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონის სკოლების პედაგოგები იღებენ მონაწილეობას.