მასწავლებლის ეროვნული დღე

მასწავლებლის პრემიის ლაურეატები ცნობილია. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია 11 პედაგოგს გადაეცა. გამარჯვებულები კი სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

მასწავლებლებს სამკერდე ნიშნები და 10 000-ლარიანი ჯილდო გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.