მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირებას იწყებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირებას იწყებს. 2017 წლის ბოლომდე, გარე დაკვირვებას იმერეთის და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გაივლის, ვინც პილოტირების პროცესში ჩართვის მიზნით რეგისტრაცია გაიარა.
გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, გარე დაკვირვების პილოტზე რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.