მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების პრეზენტაცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები – პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამართა. ელექტრონული პლატფორმა პედაგოგებს საშუალებას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილზე, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრეინინგი.

კურსები მოიცავს როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამებს, ასევე საგნობრივ მოდულებს, მათ შორის: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, და ინგლისური.

ახალი პლატფორმა მომავალი წლიდან ამოქმედდება. მასწავლებელს, რომელიც პროფესიული განვითარების კურსს გაივლის, შესაბამისი კრედიტები მიენიჭება.