როგორ უნდა გააუმჯობესოს საკუთარი საქმიანობა ტურიზმის სექტორმა. მეორე დღეა, დარგის წარმომადგენლებთან საქართველოში სასწავლო კურსს საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი უტარებს. კურსის მთავარი თემა 5-ვარსკვლავიანი გაყიდვებისა და კომუნიკაციის სიტემის შექმნაა. მაიკლ ბენგი საქართველოში ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ტრენინგი ჩაუტარდათ ასევე საკონვენციო ბიუროს წევრებსაც. საკონვენციო ბიურო, საქმიანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს.