ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი გასული საუკუნის განმავლობაში.
ჰავაიზე სტიქიას უკვე ექვსი დღეა ებრძვიან. კუნძულ მაუიზე სულ მცირე ასამდე ადამიანია დაღუპული. ამ დრომდე ეძებენ ასობით მოქალაქეს. ისინი კი ვინც სტიქიას გადაურჩა და საშიში ზონიდან გამოაღწია, თავშესაფარში არიან გადაყვანილები. თითქმის სრულად არის განადგურებული ისტორიული ქალაქი ლაჰაინა. ტყის ხანძრის რამდენიმე კერა ჰავაიში 8 აგვისტოს გაჩნდა და მას შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო-სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.