ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა.
თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა.
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.