მასშტაბური ტერაქტი ეგვიპტეში – დაღუპულია 155 ადამიანი

18:07, 24.11.2017

ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა.

თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა.

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.

 

მსგავსი