ბარსელონის გარეუბანში დაკავებული საქართველოს 66 მოქალაქიდან, ნაწილი უკვე თავისუფალია.
მასშტაბური სპეცოპერაცია სკოლის ძველ შენობაში ჩატარდა. ტერიტორიას თავშესაფრის არმქონე ათეულობით ოჯახი აფარებდა თავს. როგორც ირკვევა, 25 დაკავებულს, ქურდობასა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი სავიზო რეჟიმის წესების დარღვევას ედავებიან.
გათავისუფლებულთა ნაწილი დაკავების დეტალებს იხსენებს და სპეც-ოპერაციას საქართველოს პირველი დიპლომატის ბოლო ვიზიტს უკავშირებს.