უკრაინამ ორი დღის წინ სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. ბოლო კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, – აცხადებენ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში. კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრიანის სამთავრობო უწყებებზე მიტანილ კიბერიერიშებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების ფონზე, კიბერშეტევა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების შესახებ, ქეთი ჩოხელი გიამბობთ.