ათეულობით უწყება, ორგანიზაცია და ვებგვერდი საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველოს პირველი არხი, რის გამოც ჩვენი შიდა ქსელი ამ წუთამდე პარალიზებულია.
ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა კიდევ ორ ტელეკომპანიაზე. უკვე რამდენიმე საათია, გათიშულია არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის ვებპორტალიც. ხელწერა თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია.
ერთეული გამონაკლისების გარდა პარალიზებულ საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო ჩნდება ერთი და იმავე წარწერით.
რთული ვითარება შეიქმნა რეგიონებშიც, სადაც რამდენიმე საკრებულოსა და მერიისთვის ვებგვერდები დაიბლოკა.
კიბერდანაშაულის ფაქტი უკვე გახდა გამოძიების საგანი. გამოკითხვები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.