ჯო ბაიდენი ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის გამოვლენიდან ერთი კვირის თავზე, ზარალის ოდენობა ვაშინგტონისთვის ისევ ბუნდოვანია, თავდასხმის დანაშაულის სამიზნე უწყებების რიცხვი კი ყოველდღე იზრდება. ამ მომენტისთვის უკვე 40-მდე სახელმწიფო სტრუქტურას და კომპანიას აქვს გაცხადებული, რომ ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი, დონალდ ტრამპი მომხდარს თავშეკავებულად აფასებს და საგანგაშოდ არ მიიჩნევს, მომავალი ლიდერი ჯო ბაიდენი კი კიბერუსაფრთხოების მიმართ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს და ხელისუფლების გადაბარების შემდეგ თავდამსხმელებს საპასუხო ზომებით ემუქრება.