თურქეთში ტყის ხანძრის მასშტაბები იზრდება. მეხანძრეები ათობით კერას ებრძვიან. ევაკუირებულია რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. არის მსხვერპლი, დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გამანადგურებელი ხანძრის გამო დაღუპული მოქალაქეების გამო თურქეთს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ცნობილი კურორტების ახლოს მძვინვარებს. მარმარისში რამდენიმე სასტუმროს ევაკუაცია მოხდა. თურქეთის პრეზიდენტმა ცეცხლის გავრცელების შესაკავებლად ყველა არსებული რესურსისა და ძალის მობილიზების ბრძანება გასცა. ერდოღანი ცეცხლის განზრახ გაჩენას და საბოტაჟსაც არ გამორიცხავს.