ჰავაის შტატის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული სტიქიური უბედურების ზონაა.
55 დაღუპული, ასეულობით დაკარგული – მეოთხე დღეა, კუნძულ მაუიზე ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ევაკუირებულია 11 000 ადამიანი, განადგურებულია ასეულობით საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო. დაიწვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი შენობებიც. მაღალი ტემპერატურა მეხანძრეებს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის. ფიქსირდება ხანძრის სამი მასშტაბური კერა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება.