31 გარდაცვლილი, ათობით დაკარგული, ათასობით განადგურებული სახლი და ასობით ათასი ევაკუირებული ადამიანი – შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე, რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. სტიქიამ ყველაზე მეტად ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატები დააზარალა. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.