ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო მასშტაბურმა გაფიცვამ მოიცვა.
პარალიზებულია 14 უმსხვილესი პორტი. დასაქმებულები ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას და სამუშაო ადგილების დაცვის გარანტიებს ითხოვენ. პროტესტი ახალი ექვსწლიანი კონტრაქტის პირობების გამო დაიწყო. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მაინიდან ტეხასამდე პორტების ათასობით თანამშრომელი გაიფიცა. პორტში დასაქმებულთა მასშტაბური პროტესტი გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხების საფრთხეს ქმნის და აშშ-ის ეკონომიკას სერიოზული ზარალით ემუქრება. აშშ-ში ერთ თვეში დაგეგმილი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ქვეყანაში მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაფიცვის გახანგრძლივებამ, შესაძლოა სურსათის გაძვირება და გარკვეული პროდუქტის დეფიციტი გამოიწვიოს.