მასობრივი ვაქცინაცია კატალონიაში

რა ვითარებაა მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ესპანეთში, სადაც ერთი თვის წინ ინფიცირების მაჩვენებლები საგანგაშო იყო.

ქვეყანა პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. მძიმე ივნისის და ივლისის შემდეგ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი მოსახლეობის ნახევარზე მეტის აცრა და იმუნური ფენის ჩამოყალიბებაა. პარალელურად ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი და ამ დრომდე შენარჩუნებულია ცალკეული შეზღუდვები. მასობრივი ვაქცინაციის მხრივ ესპანეთს უკვე საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ასაცრელ პუნქტებში ყოველდღე რიგებია. რიგში დგანან ის ადამიანებიც, რომლებიც მანამდე კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ესპანეთიდან მასალა პირველი არხის ევროპის ბიურომ მოგვაწოდა.

ვნახოთ გაბრიელ ნაპოლეონეს და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი კატალონიიდან.