მასობრივი არეულობა ბრიტანეთში – გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად არიან მძიმედ დაშავებულები. დაკავებულია აქციის ასობით მონაწილე. პროტესტის მიზეზი რამდენიმე დღის წინ საუზპორტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი საზარელი თავდასხმა გახდა, რა დროსაც ეროვნებით რუანდელმა არასრულწლოვანმა ცივი იარაღით სამი მოსწავლე მოკლა. შედეგად ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირება საკმოდ მკაცრი იქნება – თამთა რუხაძე დეტალებით.