მაშველები ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მაშველები ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართული არიან მყვინთავები, სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები, ასევე თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.