მართვის მოწმობის გამოცდებში სიახლეა.

მართვის მოწმობის აღების ახალი წესი.

ცვლილებები ძალაში სექტემბრიდან შედის. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები  ემატება. პასუხები შესაძლებელია ვიზუალური ჩვენებით, ან ზეპირსიტყვიერად. საუბარია მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებზე.

კიდევ ერთი ცვლილება სამგზავრო და სატვირთო მანქანებსაც შეეხება. პრაქტიკული გამოცდა 2-ეტაპიანი გახდება. გამოცდაზე გამსვლელებმა საკუთარი ცოდნა რეალურ სივრცეში, ქუჩაში უნდა დაადასტურონ.