დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში ვინაცვლებთ. ჭყონდიდის ეპარქიაში, მთაზე აგებულ მარტვილის მონასტერში მრევლი აღდგომის შესახვედრად იკრიბება. მეშვიდე საუკუნის ეკლესია უძველეს მოხატულობასა და ფრესკებს ინახავს. დღეს უკვე რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი, ქვეყნის უძველეს საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა, რომლის სახელსაც გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობა უკავშირდება. სპეციალურად დღევანდელი გამოშვებისთვის მარტვილში თეა აბსარიძე ჩავიდა.