მარტვილის მონასტერში მრევლი აღდგომის შესახვედრად იკრიბება

დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში ვინაცვლებთ. ჭყონდიდის ეპარქიაში, მთაზე აგებულ მარტვილის მონასტერში მრევლი აღდგომის შესახვედრად იკრიბება. მეშვიდე საუკუნის ეკლესია უძველეს მოხატულობასა და ფრესკებს ინახავს. დღეს უკვე რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი, ქვეყნის უძველეს საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა, რომლის სახელსაც გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობა უკავშირდება. სპეციალურად დღევანდელი გამოშვებისთვის მარტვილში თეა აბსარიძე ჩავიდა.