კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ რუსთავშიც ამოქმედდა. 19 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს, რის შემდეგაც, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.