მართლმსაჯულების რეფორმირების მეოთხე ტალღა – ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მართლმსაჯულების რეფორმირების მეოთხე ტალღა – საკითხზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო ჯგუფის ფორმატში მესამე სექტორმა კორუფციის, ნეპოტიზმის შემთხვევები და არსებული საფრთხეები დააყენეს.

რეფორმის გატარების შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ბესელიას თქმით, ამჟამად 4 მიმართულებით მიდის მუშაობა, მათ შორის დისციპლინურ საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფში აღმასრულებელი, სასამართლო და საპარლამენტო ხელისუფლებაა ჩართული.