რა სახით შეიძლება გატარდეს საქართველოში ევროკომისიის მოთხოვნებში არსებული მართლმსაჯულების რეფორმა. ე.წ. ვეტინგს „გირჩში“ უპერსპექტივო ინიციატივად აფასებენ და მათთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ინიციატივა.
„ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა მხოლოდ პარტიულ ინტერესს და სასამართლოს გაკონტროლების სურვილს ემსახურება.
„ვეტინგი“ კი მოსამართლეთა ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს.