სამოქალაქო მოძრაობა „მართლმსაჯულების გადასარჩენად“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მოქალაქეთა ჯგუფი დღეს უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბა და პარტია „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხო აქცია-ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ რათა მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს.
ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები ამბობენ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ისინი ორშაბათს შეიკრიბებიან, იმსჯელებენ სამომავლო სტრატეგიაზე და საზოგადოებას გეგმას გააცნობენ.