დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება. ამ დღეს ხატმებრძოლობაზე გამარჯვებას და ხატთა თაყვანისცემას ზეიმობენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა სრულდება.
ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი უძღვება. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებლობის ზეიმი დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება.