საკვირაო ქადაგება

დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება. ამ დღეს ხატმებრძოლობაზე გამარჯვებას და ხატთა თაყვანისცემას ზეიმობენ.

ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ დღევანდელი დღისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთელი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა, ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის მოღვაწეობაზე და საეკლესიო ცხოვრებაზე, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მართლმადიდებლობის ზეიმი დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება.