კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ შეთავაზება საპატრიარქოს მიმართ – კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ახლებურად ჩამოყალიბდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მმართველი გუნდის ამ შეთავაზებას წინასაარჩევნო მანიპულაციად აფასებს. მცირე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსზე მსჯელობა არჩევებამდეც შეიძლება.