საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის მიძინების დღე 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მიიძინა. მიძინების შესახებ კი მას, სამი დღით ადრე მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა.
საეკლესიო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის სკათედრო ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა მრევლს ქადაგებითაც მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრადაა მიჩნეული.