მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. წირვა აღევლინა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა. მისი განცხადებით, მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა, რისი დასტურიცაა მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით ისმის.
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავს.