მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება. დილიდან მრევლი შეკრებილია სამების საკათედრო ტაძარშიც. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
გიორგობა წელიწადში ორჯერ – 6 მაისს წმინდანის აღსრულების და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს აღინიშნება.