დღეს ამაღლებაა. სამების საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს. მსახურების ბოლოს საყოველთაო ჯვრისწერის რიტუალი დაიწყება.
ასევე, უწმინდესი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობის მონაწილეებს და ერს დალოცავს.