მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.