საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის დღეს აღნიშნავს. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად, მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაასვენეს. დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა.