გუშინდელმა მარშმა ოპოზიციის ოპტიმისტური პროგნოზები კიდევ უფრო გაამყარა.
შეკრება ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდასაჭერად და არც ერთი პოლიტიკოსი სცენაზე – ხელისუფლების ოპონენტები მარშზე შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობამ დაარწმუნა, რომ 26 ოქტომბერს მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიდი სხვაობით დამარცხდება. თუმცა მარშზე მისულთა საერთო რიცხვი ამჯერადაც პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი გახდა. გუშინდელ შეკრებაზე გამომსვლელებს შორის მხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ერთადერთი გამონაკლისი „ქართულ ოცნებასთან“ მწვავედ დაპირისპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელიც მაისში წარმოდგენილი ქარტიით ახლა ოპოზიციას უდგას სათავეში და პოსტსაარჩევნო ოპოზიციური სამოქმედო გეგმის ავტორია. არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე რიტორიკა ორივე მხრიდან საკმაოდ მწვავდება. დიდი უპირატესობით საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ხელისუფლება მოსახლეობას ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე და რადიკალურ დღის წესრიგზე აფრთხილებს.