მარკ რივკინი გარდაიცვალა

კოლეგები ცნობილ ტელეწამყვანს, რუსულენოვანი პროგრამა „ვესტნიკის“ ავტორს იხსენებენ.

მარკ რივკინი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს პირველ ტელევიზიაში მან 40 წელი იმუშავა და ამ დროის განმავლობაში მაყურებელს ყოველდღიურად ყოფით და ადამიანურ პრობლემებზე უამბობდა.

პირველი არხის არქივში მარკ რივკინის საქმიანობის ამსახველ ფრაგმენტებს ლიზა ციციშვილმა გადახედა.