მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ავიაიერიში გუშინ განხორციელდა რის შედეგადაც 17 პირი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიყენებული ზიანი კოლოსალურია. ქალაქი სისტემატურად იბომბება. მარიუპოლის სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო გაერო-მ, ასევე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულ ძალებს მარიუპოლის სამხრეთ -აღმოსავლეთში 400 000-მდე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი. საუბარია იქ მყოფ მოსახლეობაზე. უკრაინელი დიპლომატი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან და ხალხს დაეხმარონ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ომის დაწყებიდან მარიუპოლში 1 300 ადამიანი დაიღუპა.