საქართველო ცნობილი პერუელი მწერლის მასპინძლობისთვის ემზადება.
ქართველ მკითხველს საშუალება ექნება, რომ მარიო ვარგას ლიოსას სექტემბერში პირადად შეხვდეს და მის ნაწარმოებებზე გაესაუბროს.
ხუთდღიანი ვიზიტის დროს მწერალს ქართულ კულტურასაც გააცნობენ, რისთვისაც სპეციალური პროგრამა მზადდება.
მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მწერალი და პოლიტიკოსი არაერთი რომანის, პიესის და სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორია. 2010 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.