silk factory studio – აბრეშუმის გალერეა მარინა ბერაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ეს ხელოვანის მეორე პერსონალური ექსპოზიციაა, სადაც 90-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ზეთში და აკვარელში შესრულებული პორტრეტები და პეიზაჟები მოყვარულმა მხატვარმა და მხატვართა კავშირის წევრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნა.
მარინა ბერაძეს რეტროსპექტივა საგამოფენო სივრცეში ორი დღის განმავლობაში დარჩება.