პარლამენტი მარიხუანის მოხმარების რეგლამენტირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის პროექტს განიხილავს.
საკითხზე სასულიერო პირების მონაწილეობით იმსჯელა დღეს იურიდიულმა კომიტეტმა. კომიტეტმა მარიხუანის მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებები მოიწონა და პროექტს მხარი დაუჭირა.
საკუთარი ინიციატივები აქვთ სამღვდელოების წარმომადგენლებს. ისინი ეწინააღმდეგებიან და აკრიტიკებენ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისე კანაფის მოხმარებასთან თუ კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს.
საკომიტეტო განხილვების შემდეგ პროექტს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.