მარიხუანას რეგულაცია

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით, – ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით, – 2019 წლის პირველი აპრილიდან  დაისჯება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებს ცვლილებები მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა.

ცვლილებებით, თამბაქოს მსგავსად, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება. პროექტი არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მკაცრ მიდგომებს განსაზღვრავს, რათა მარიხუანაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს.