ცნობილი ქართველი პოეტის შემოქმედებითი მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გაცოცხლდება – მარიჯანზე, იგივე მარიამ ტყემალაძეზე მისმა შვილთაშვილმა მონოსპექტაკლი შექმნა. მარიამ ალექსიძის ცეკვას ფონად დიდი ბებიის მიერ შექმნილი ლექსები გასდევს, რომლებსაც მსახიობები კითხულობენ. პანდემიის გამო, პერფორმანსი ონლაინ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
სპექტაკლს მაყურებელი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე 31 მაისს, საღამოს 20:00 საათზე ნახავს. „მარიჯანის ოთახი“ დასის მონობალეტების ახალი ციკლის პირველი წარმოდგენა იქნება.