„ლუჩიას ოთახი“ დუბლინის ფესტივალზე

პანდემიის დროს შექმნილი ახალი საბალეტო დადგმის საერთაშორისო აღიარება – მარიამ ალექსიძის და დავით მაზიაშვილის მონო-ბალეტი ირლანდიის ფესტივალზე აჩვენეს. დადგმა ცეკვის, თეატრის, ლიტერატურის და კინოს ელემენტების სინთეზს წარმოადგენს. ფილმ-ბალეტში ცნობილი ირლანდიელი მწერლის შვილის ცხოვრება და ემოციებია გადმოცემული. მთავარ როლს მოცეკვავე მარიამ დარჩია ასრულებს.

34 წუთიანი „ლუჩიას ოთახი“ მეორე პროექტია, რომელიც მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა ერთობლივად შექმნეს. მსგავსი ქორეოგრაფიული დადგმების წარმოდგენა მომავლშიც იგეგმება.